დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში

Axios: ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა

ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა. ინფორმაციას გამოცემა Axios ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, ახლა კი თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს.

გამოცემის ცნობით, ირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და აშშ-ს შორის და არა რამდენიმე არაბული ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.

ამასთან, თეთრი სახლის სპიკერის, ქეროლაინ ლევიტის თქმით, ირანულ მხარესთან მოლაპარაკებები კვლავ ჩანიშნულია და ამ კვირაში გაიმართება.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი.

კომენტარები