განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონის" უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, შსს-მ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული მ.ა. დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოიღეს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ნარკოდანაშაული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონის" შეძენა-შენახვის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს





