რუსეთი უკრაინას პუტინსა და ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოსკოვს სთავაზობს

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, 2025 წლის 15 აგვისტო.
Andrew Caballero-Reynolds/AFP/Getty Images

რუსეთის პრეიზდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი კიევს პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრის ადგილად მოსკოვს სთავაზობს.

"ჩვენ ამ ეტაპზე მოსკოვზე ვსაუბრობთ... როგორც დიპლომატები ამბობენ, აქ ნებისმიერი თეორიული მსჯელობა უადგილოა" - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

გუშინ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ რუსულმა მხარემ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან შესახვედრად მოწვევა უკვე გადასცა.

უშაკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ასეთ კონტაქტებს არასოდეს უარყოფდა და მზად არის ზელენსკისთვის უსაფრთხოება და სამუშაოდ აუცილებელი პირობები უზრუნველყოს.

კომენტარები