Lukoil-მა საკუთარი უცხოური აქტივების უმეტესობის ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Carlyle-სთვის მიყიდვის გადაწვეტილება მიიღო.
აშშ-მა Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები ოქტომბერში დაუწესა, რის შედეგადაც Lukoil-ის აშშ-სა და სხვა ქვეყნებში მდებარე აქტივები ფაქტობრივად გაიყინა.
ეს სანქციები რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ისახავდა მიზნად, რადგან ნავთობისგან მიღებული შემოსავლები რუსეთის საომარი ძალისხმევის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
Lukoil-მა განაცხადა, რომ Carlyle-თან დადებული გარიგება არ მოიცავს კომპანიის აქტივებს ყაზახეთში და კვლავ საჭიროებს აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს დამტკიცებას და დაამატა რომ მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ მყიდველებთანაც გრძელდება.
ყაზახეთში, უზბეკეთში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და სხვა რეგიონებში მდებარე ნავთოსაბადოების წილებთან ერთად, Lukoil ასევე ევროპაში სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და მთელ მსოფლიოში, მათ შორის აშშ-ში, ასობით ბენზინგასამართ სადგურს მართავს.
გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა, თუმცა Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების სავარაუდო ღირებულება 22 მილიარდ დოლარამდეა.





