სროლა მექსიკაში

მექსიკაში საფეხბურთო მოედანთან მომხდარ სროლას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის ქალაქ სალამანკაში საფეხბურთო მოედანთან მომხდარ სროლას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებული პირები ტერიტორიაზე რამდენიმე მანქანით მივიდნენ და განურჩევლად ესროლეს მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის გამოსასვლელთან მყოფ ადამიანებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ქალი და ერთი ბავშვია. ამ დრომდე უცნობია სროლის მოტივიც.

სალამანკას მერის, სეზარ პრიეტოს შეფასებით, შემთხვევა ქალაქში არსებული "დანაშაულის ტალღის" ნაწილია.

გუანახუატოს შტატში, სადაც ქალაქი სალამანკა მდებარეობს, გასულ წელს მექსიკის მასშტაბით ყველაზე მეტი მკვლელობა დაფიქსირდა.

კომენტარები