მექსიკაში, ქალაქ საპოპანში ტიკ-ტოკ ინფლუენსერი, ვალერია მარკეზი პირდაპირ ეთერში მოკლეს.
მარკეზი სროლამდე მის სილამაზის სალონში იმყოფებოდა, ტიკ-ტოკ გვერდზე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული და გამომწერებს რბილ სათამაშოს აჩვენებდა, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო ამანათით.
ტიკ-ტოკ გვერდზე გაშვებულ LIVE ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ ესროლეს ვალერია მარკეზს - ვიდეო სროლის შემდეგაც გაგრძელდა.
ხალისკოს შტატის გენერალური პროკურატურის თქმით, მარკეზის სალონში უცნობი მამაკაცი შეიჭრა, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება, გენდერის ნიშნით მკვლელობით მიმდინარეობს.





