უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის წარმომადგენელმა, დიანა დავიტიანმა 24 იანვარს განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში მოლაპარაკებები 23 იანვარს დაიწყო მას შემდეგ, რაც წინა დღით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა, ხოლო ამერიკელი წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მიზნით.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, სამმხრივ მოლაპარაკებებზე ორი ძირითადი საკითხის განხილვა იყო მოსალოდნელი: ნაწილობრივ ოკუპირებული დონბასის რეგიონის მომავალი და ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშების პოტენციური შეჩერება. გამოცემის ცნობით, ამ საკითხების წამოწევას უკრაინული და ამერიკული დელეგაციები გეგმავდნენ.
მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტმა რეპორტიორებს განუცხადა, რომ "დონბასის საკითხი უმთავრესია."
ხოლო აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ უმეროვმა განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა "ღირსეული და მდგრადი მშვიდობის" მიღწევა იყო.





