რუსული რეჟიმი

კახიანი დებატებზე: ველოდებით ინიციატივებს მართლა დამოუკიდებელი მედიებისგან

"დებატები არ აწყობს მას, ვის მხარესაც არ არის სიმართლე. ჩვენ მონდომებულები ვართ და ჩვენი ინტერესი არის სწორედ დებატების წარმართვა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იმიტომ, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე და დებატი არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. 

დღეს როგორაა მედიასივრცე გაყოფილი?! ერთი მხრივ არის მედიასაშუალებები, რომლებიც ფაქტობრივად პარტიულ დანაყოფებს წარმოადგენენ და დეზინფორმაციების, ტყუილის ნიაღვარი მოედინება ამ მედიასაშუალებებიდან და მეორე მხრივ, არიან მედიასაშუალებები, რომლებიც თავისი ფუნქციების შესრულების პარალელურად იძულებულები არიან დეზინფორმაციულ გარემოზე რეაგირება მოახდინონ და საზოგადოებას  სწორი ინფორმაცია მიეწოდოს. 

ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციის განეიტრალებაში ჩვენ პოლიტიკოსებსაც ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ დებატების ფორმატი არის ამისათვის საუკეთესო საშუალება. ამიტომ მე იმედი მაქვს, პრემიერის ამ განცხადების შემდეგ, მთელი რიგი მედიასაშუალებებიდან, რომლებიც მართლა დამოუკიდებლები არიან და მართლა ისეთ ფორმატს შექმნიან, რომ შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, შესაბამის ინიციატივებს დაველოდებით, მაგრამ ის მედიასაშუალებები, რომლებიც პარტიულ დანაყოფებს წარმოადგენენ, მათგან ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის მეტი  არაფერს შეიძლება ველოდოთ, მე მაგალითად, ასეთ მედიასაშუალებებს ვერც განვიხილავ დებატები საშუალებად, ასე რომ, დაველოდოთ გამოხმაურებას, რომელიც მოჰყვება.

ამბობს ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი სამთავრობო პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. 

კომენტარები