აშშ-ვენესუელა

Reuters: აშშ ვენესუელას შს მინისტრს მადუროს დაკავებამდე თვეებით ადრე ეკონტაქტებოდა

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრი დიოსდადო კაბელიო

Reuters-ს რამდენიმე ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აშშ-ს მიერ ვენესუელის ყოფილი დიქტატორის ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებულ ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრთან, დიოსდადო კაბელიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ და ოპერაციის შემდეგაც ინარჩუნებენ მასთან კომუნიკაციას.

ოთხმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა მადუროს ლოიალისტი კაბელიო გააფრთხილეს, მის დაქვემდებარებაში მყოფი უსაფრთხოების სამსახურები ან მმართველი პარტიის შეიარაღებული მხარდამჭერები ქვეყნის ოპოზიციის წინააღმდეგ არ გამოეყენებინა. კაბელიოს უსაფრთხოების აპარატი, რომელიც სადაზვერვო სამსახურებს, პოლიციასა და შეიარაღებულ ჯგუფებს მოიცავს.

წყაროების თქმით, კაბელიოსთან კომუნიკაცია ასევე შეეხებოდა აშშ-ს მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და ბრალდებას, რომელიც მას, მადუროს მსგავსად, აშშ-მ ნარკოტრეფიკინგისთვის წაუყენა.

ადმინისტრაციის პოზიციასთან გაცნობილი ერთი წყაროს თანახმად, აშშ-ს ოფიციალური პირები შიშობენ, რომ კაბელიო - რეპრესიების ხანგრძლივი ისტორიისა და ვენესუელის დროიებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესთან დაპირისპირების გათვალისწინებით - შესაძლოა, აშშ-ვენესუელის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ჩამშლელი როლი ითამაშოს.

ამავდროულად, Reuters-ს ვენესუელაში არსებული წყაროები უყვებიან, რომ როიდრიგესი საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციაზე მუშაობს: იგი ერთგულ პირებს ნიშნავს საკვანძო პოზიციებზე, რათა თავი დაიცვას შიდა საფრთხეებისგან და ნავთობის წარმოების გაზრდის თაობაზე აშშ-ს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

კომენტარები