მიგრაციის დეპარტამენტი

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 27 უცხოელი გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს.

"მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,  ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ტაილანდის, თურქმენეთის, გერმანიის, პაკისტანის, ეგვიპტის, ისრაელისა და ლიბანის - ჯამში 27 მოქალაქე". - წერს შსს.

განცხადების თანახმად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

კომენტარები