შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები არიან.
"დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებას განახორციელებს რეგულარულად, რათა უზრუნველყოს "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება". - ნათქვამია განცხადებაში.





