არავის არ მოსწონს ის, რომ რეჟიმი არის, ვიტყოდი, ოკუპირებული კრიმინალების და კორუმპირებულების მიერ. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არავის არ მოსწონს. ვიღაც ჩუმად არის, ვიღაც უფრო ღიად ამბობს [ამას], მაგრამ არავის მოსწონს.
ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად წავიდეს. დაგვემშვიდობოს, როგორც გვემშვიდობება ეს წელი.
მაგრამ მერე დაიწყება ყველაზე რთული და ყველაზე დიდი საქმე. ქვეყნის აშენება, სადაც პრაქტიკულად ძალიან ბევრი რამე უკვე არის განადგურებული: ინსტიტუტები, კანონი, სასამართლო, ეკონომიკა, რომელიც ვითომ დუღდა და გადადუღდა და დღეს უცებ ფასები მაღალი არის და სჯობს ევროპაში წავიდეთ და იქ ვიყიდოთ, ვიდრე აქ. ის რომ, ამ ქვეყანაში თურმე ბავშვის საჭმელსაც გვპარავენ. ეს არის ის რაც აღარ გვინდა. არავის აღარ გვინდა.
ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში არის ერთსულოვნება. შეიძლება, ის არ ჩანს. შეიძლება, ერთმანეთს მაინც ვლანძღავდეთ. მაგრამ, სადღაც დგას ის ქართული სული, ის ერთობა, გადარჩენის ჟინი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა და შორსაც წაგვიყვანს.
გილოცავთ ახალ წელს!





