რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკის თქმით, აშშ-სთან უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის იდეას განიხილავენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეპორტიორებს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს დისკუსია უკრაინაში ამერიკელი სამშვიდობოების გაგზავნის თაობაზე. 

ზელენსკის არ უთქვამს, რომ აშშ მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება თავად ამერიკულმა მხარემ უნდა გააკეთოს. 
  
"ესენი აშშ-ს სამხედროები არიან და ამიტომა მსგავს გადაწყვეტილებებს ამერიკა იღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ საკითხს პრეზიდენტ ტრამპთან და 'მსურველთა კოალიციის' წარმომადგენლებთან განვიხილავთ." - განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიით უზრუნველყოფის ფარგლებში აშშ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის საზღვართან, სამხედროების გასაგზავნად ემზადება.

ამასთანავე, ტუსკის აზრით, სამშვიდობო შეთანხმება უკვე ახლოსაა და რამდენიმე კვირაში მისი მიღწევა შესაძლებელია. 

კომენტარები