ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

კობა გაბუნია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, არსენ კალატოზიშვილის გადაწყვეტილებით, გაბუნიას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის მოადგილე, კობა გაბუნია 30 ოქტომბერს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით; 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები