რუსული რეჟიმი

კობახიძე 2026 წელზე: ვფიქრობ, მეტი სიმშვიდე გვექნება შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით

მე ვფიქრობ, რომ მეტი სიმშვიდე გვექნება შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით მომავალ წელს და იმის შემდეგ წელსაც. თან არჩევნებიც არ უწევს არც გაისად და არც იმის შემდეგ წელს. ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს იმას, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს ჩვენი დემოკრატიული სისტემის შინაარსი.

დღემდე ჩვენ ვრჩებოდით ამ ჩაკეტილ წრეში, პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში , ორპოლუსიანობის ჩაკეტილ წრეში - ერთ მხარეს იყო ქართული ოცნება, მეორე მხარეს ერთი ხელიდან, გარედან მართული რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს. და ამის ერთ-ერთი საფუძველი იქნება ის კონსტიტუციური სარჩელი, ჩვენი აზრით, რომელიც არის შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად არის სრულად გამყარებული ეს სარჩელი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ქვია დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება ჩვენს ქვეყანაში. ვიდრე ასეთი პარტიები რჩებიან პოლიტიკურ სისტემაში, ჩვენი დემოკრატიული სისტემა ბოლომდე ვერასდროს გაჯანსაღდება. საჭიროა, ჩამოვაშოროთ რადიკალიზმი, სიძულვილი, ზიზღი ქართულ პოლიტიკას და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შედგეს სრულად ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში.

კომენტარები