BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

პაპუაშვილი: ტრამპს სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ, ჩვენც იგივე გზას მივმართავთ

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ 10 მილიარდიანი სარჩელი შეაქვს BBC-ის წინააღმდეგ - იცით, რომ ჩვენც ვმუშაობთ ამ სარჩელზე, იურისტები მუშაობენ ამ სარჩელთან დაკავშირებით და ჩვენც იგივე გზას მივმართავთ.

იცით, რომ არის შესაძლებლობა მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრების და ყველა სამართლებრივ მექანიზმს, იმისთვის, რომ ვამხილოთ BBC-ის ფალსიფიკაცია ჩვენ გამოვიყენებთ.

ეს უკვე დასტურდება ამ გარემოებებით და მათ შორის, ტრამპის საქმეც ზუსტად ამის დასტურია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც პროპაგანდის იარაღად მონაწილეობდა BBC.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა BBC-ს წინააღმდეგ $5-მილიარდიანი სარჩელი შეიტანა პანორამის ერთ-ერთ დოკუმენტურ ეპიზოდში მის სიტყვით გამოსვლაზე შეცდომაში შემყვანი სიუჟეტის გამო. 

ფლორიდის სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ტრამპი BBC-ს ცილისწამებასა და სავაჭრო პრაქტიკის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

კომენტარები