ოცნების ინიციატივით, საკანონმდებლო ცვლილება შედის ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებებით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება, რომელსაც, პროექტის მიხედვით, ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ თანხმობა ვენახის გაშენებაზე გულისხმობს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიულ პირისთვის სამეწარმეო ვენახის გაშენების უფლების მიცემას და შესაბამისი დოკუმენტის გაცემას.
"ვინაიდან, კანონს ემატება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის განმარტება, საჭიროა, აღნიშნული თანხმობის გაცემის პროცედურების სამართლებრივი რეგულირება. შესაბამისად, კანონის 336 მუხლის 1 5 პუნქტის შემდგომ ემატება 1 6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, 2026 წლის 1 მარტამდე, უნდა გამოსცეს ბრძანება "სამეწარმეო ვენახის გაშენების წესის განსაზღვრის შესახებ". - წერია განმარტებით ბარათში.
დოკუმენტაციის წარდგენას დაინტერესებული პირი შეძლებს, როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. სააგენტოს მიერ თანხმობა გაიცემა უფასოდ.
ამასთან ერთად, კიდევ ერთი ცვლილებით, ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვისა და შეტყობინების ვალდებულება წარმოეშვება ღვინის ყველა კომპანიას, მათ შორის, იმ ღვინის მწარმოებლებსაც, რომელთა მიერ წარმოებული ღვინის რეალიზაცია წელიწადში ჯამურად 1500 ლიტრს არ აღემატება.
ვაზის და ღვინის შესახებ კანონი
ოცნების კანონპროექტით, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას თანხმობა დასჭირდება





