უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული "კომპრომისული წინადადება" განმარტა - ზელენსკის თქმით, აშშ-ს მხარე თვლის, რომ უკრაინის სამხედრო ძალებსა და რუსულ სამხედრო ძალებს შორის არსებითი სხვაობა არსებობს, ხოლო აქედან გამომდინარე აშშ უკრაინას "კომპრომისზე" წასვლას სთავაზობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ს "კომპრომისული წინადადება" ეხება დონბასის ოლქის (რომელიც ამ ეტაპზე უკრაინის ხელშია) დემილიტარიზებულ, თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადებას და ითვალისწინებს უკრაინული სამხედრო ძალების ოლქიდან გასვლას.
"მათი ხედვით, უკრაინული სამხედრო ძალების მიერ დონბასის ოლქის ტერიტორიის დატოვება და სავარაუდო კომპრომისი არის ის, რომ რუსული ჯარები არ შევლენ ოლქის ტერიტორიაზე. ვინ აპირებს ამ ტერიტორიის მართვას, რომელსაც ისინი უკვე "თავისუფალ ეკონომიკურ ზონას" ან "დემილიტარიზებულ ზონას" ეძახიან, მათ არ იციან". - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა, შესაძლოა არ დათანხმდეს ასეთ შემოთავაზებას და გააგრძელოს მოლაპარაკებები აშშ-სთან.
"ვეცდებით ვიპოვოთ პასუხები კითხვებზე, რომელიც ამ ყველაფერს ადექვატურს გახდის.
როგორც გამოცემა Ukrainska Pravda წერს, ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "ტერიტორიული საკითხი უნდა გადაწყდეს უკრაინელი ხალხის მიერ არჩევნებით, ან რეფერენდუმით.





