BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

კირცხალიას თქმით, ბრიტანეთის მთავრობა ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშაა

ივანიშვილის დეპუტატი, ირაკლი კირცხალია დიდი ბრიტანეთის მთავრობას ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობის კონტროლის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს. განცხადება მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

"ბოლო დღეებია, არაფორმალური და ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან და ასევე კონტროლის ქვეშ მოქცეული ე.წ. მედიისგან საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება [...] საკუთარ ქვეყანასა და ხალხს მიხედეთ". - თქვა კირცხალიამ.

ცნობისთვის, გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები