ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ამოღებულია 93 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - დაკავებულია 1 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 93 000 კოლოფი Marlboro-ს, PARLIAMENT-ის, SOBRANIE-ს და Winston-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 750 000 ლარს აღემატება." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

კომენტარები