ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ივანიშვილის პარლამენტში გამართულ ეკონომიკურ პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ქვეშეთი-კობის გზა, სავარაუდოდ, 2028 წელს გაიხსნება.
"ორი ნაწილისგან შედგება პროექტი - პირველი ნაწილი, 9-კილომეტრიანი გვირაბი გაჭრილია და ახლა მიმდინარეობს გვირაბის შიდა სამუშაოები.
მეორე ლოტი არის მისასვლელი გზა, თავისი მისასვლელი ხიდით, რომლის მშენებლობაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
თვითონ ამ მეორე ლოტის სამუშაოების დასრულება მოსალოდნელია 2028 წლის განმავლობაში - შესაბამისად, 2028 წლამდე ვერ მოხდება ექსპლუატაციაში შესვლა 9-კილომეტრიან გვირაბთან დაკავშირებით, თუმცა, მომავალ წელს შესაძლებელი იქნება, რომ გუდაურამდე მისასვლელი გზა გაიხსნას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში შენდება 5 გვირაბი და 5 ხიდი". - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.





