რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

AP-ს ფოტოგრაფის ცნობით, უკრაინის არმიამ "ფლამინგოს" რაკეტების ახალი პარტია მიიღო

ეფრემ ლუკაცკი / AP

Associated Press-ის ფოტოგრაფმა, ეფრემ ლუკაცკიმ Facebook-ზე უკრაინული შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა "ფლამინგოს" სურათები გაავრცელა და აღნიშნა, რომ უკრაინულმა თავდაცვის კომპანიამ, Fire Point-მა, უკრაინის არმიას ამ ტიპის რაკეტების ახალი პარტია მიაწოდა.

პრეზიდენტ ზელენსკის რაკეტა "ფლამინგო" უკრაინის ყველაზე წარმატებულ რაკეტად აქვს დახასიათებული. უკრაინის არმიამ ეს რაკეტა ნოემბერში ოკუპირებულ ყირიმსა და ზაპოროჟიეს ოლქში კოორდინირებული იერიშების მისატანადაც გამოიყენეს.

ლუკაცკი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კომპანია ასევე FP-1 ტიპის დრონებსაც აწარმოებს, რომლებსაც უკრაინა რუსეთის სიღრმეში იერიშების ნახევარზე მეტში იყენებს.

ცნობისთვის, Fire Point კერძო სამხედრო კონტრაქტორია, რომელიც 2023 წელს შეიქმნა. ბოლო პერიოდში კომპანია ყურადღების ცენტრში მოექცა ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩთან სავარაუდო კავშირების გამო. მინდიჩი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორია, რომელიც ბოლო პერიოდში მასშტაბურ კორუფციულ სკანდალში ამხილეს.

მას შემდეგ ჩეხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფონდი "საჩუქარი პუტინისთვის" უკრაინაში კორუფციის გამოძიების ფონზე უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტის, ფლამინგოს შესყიდვის გეგმას დროებით აჩერებს და ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს.

ამას გარდა, კორუფციული სკანდალის პარალელურად, კომპანიამ 12 ნოემბერს საკონსულტაციო საბჭო შექმნა, ხოლო 17 ოქტომბერს ერთ-ერთ წევრად აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო დაასახელა.

კომენტარები