ვლადიმერ ხუჭუა

მოსამართლე ხუჭუამ კონსტიტუციური წარდგინებებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

TV pirveli

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

გამოცემის ცნობით, ხუჭუა ითხოვს, საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ იქნეს ცნობილი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" 2025 წელს შეტანილი ცვლილებები, რომელიც შეეხება სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას, ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას, ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.

ხუჭუას თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის უფლებებს.

რეჟიმმა 16 ნოემბერს რეჟიმმა გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი, აქციების კანონი მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვისა და გზის გადაკეტვის პირველივე შემთხვევები 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

ივანიშვილის პარლამენტმა 2 ივლისს ნარკოპოლიტიკის გამკაცრების კანონი მიიღო, რის მიხედვითაც, 5 გრამზე მეტი მარიხუანის შეძენა-შენახვა 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები