ოცნების ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება.
ივანიშვილის მთავრობის კანონისპროქტის თანახმად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვოს.
დოკუმენტში ნათქვმია, რომ გაიწერება პოლიციის აკადემიის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებასთან, სწავლებასა და სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული საკითხები.
სტუდენტის პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
"პოლიციის აკადემიაში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტი სარგებლობს პოლიციელისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.
[...] საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სამინისტრო უზრუნველყოფს კურსდამთავრებულის დასაქმებას სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პოლიციის აკადემია უფლებამოსილია სტუდენტთან გააფორმოს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს მის ვალდებულებას, სწავლის დასრულების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშაოს სამინისტროს სისტემაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ შეიძლება დადგეს დისციპლინური და მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". - ნათქვამია კანონპროექტში.





