რეკლამა

შავი პარასკევი 2025 - რას გვიმზადებს ალტა? (რ)

თუ დიდი ხანია ტექნიკის განახლებაზე ფიქრობ — მაგალითად, შეატყვე, რომ ძველი სმარტფონი ან ლეპტოპი უკვე ძალიან ნელა მუშაობს და საქმეში დახმარების მაგივრად ხელს გიშლის — ნოემბრის ბოლო ამისთვის საუკეთესო დროა.

ალტას აქციის ფარგლებში შეძლებ, როგორც წამყვანი ბრენდების უახლესი ფლაგმანების, ისე ბიუჯეტური და პრაქტიკული მოდელების უდიდესი ნაწილი განსაკუთრებულ ფასად შეიძინო. და, რაც მთავარია, შავი პარასკევი უკვე დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

საინტერესო შემოთავაზებები გელოდება მსხვილი საოჯახო ტექნიკის კატეგორიაზე - თუ სამზარეულოს განახლება გინდა, ახლა საუკეთესო დროა მაცივრის, გამწოვის, გაზქურის, ჰაერის გამწმენდისა თუ სხვა მსხვილი ტექნიკის შესაძენად. ხოლო თუ სივრცისთვის რამდენიმე ისეთი ატრიბუტის დამატება გინდა, რაც ყოველდღიურ რუტინას ამარტივებს, ალტა აქაც დაგეხმარება და სამზარეულოს წვრილი ტექნიკის დიდ არჩევანს შემოგთავაზებს განსაკუთრებულ ფასებში - მიკროტალღური ღუმლები, ტოსტერები, ელექტრო ჩაიდნები, ყავის აპარატები და ა.შ.

თავისუფალი დრო კი შეგიძლია უფრო სასიამოვნოდ გაატარო, მაგალითად ფილმს ან ახალი კომპიუტერული თამაშს დაუთმო. ალტას შავი პარასკევის ფასდაკლებები ვრცელდება ფართო ეკრანიან ტელევიზორებზე გამოსახულების საუკეთესო ხარისხით, აუდიო სისტემებზე, გეიმინგის კონსოლებსა და კომპიუტერული თამაშების დიდ არჩევანზე.

თუ შავი პარასკევის შეთავაზებების გამოყენება გინდა, მაგრამ ხალხმრავალ მაღაზიაში მისვლა არ გეკომფორტულება, შეგიძლია იგივე შეთავაზებებით ისარგებლო ალტას ონლაინ მაღაზიაში. შეიძინე სასურველი ტექნიკა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი საკურიერო სერვისი კი შენაძენს სახლში მოგიტანს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები