რუსული რეჟიმი

პატიმრობები და ჯარიმები - 22 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო პროცესები გაიმართა

აქცია პარლამენტთან, 22 ნოემბერი

22 ნოემბერს დაკავებული ადამიანების სასამართლო პროცესები დასრულდა - 5 ადამიანს ჯარიმები, ხოლო 4 დაკავებულს ადმინისტრაციული პატიმრობები შეეფარდათ. ერთ-ერთი დაკავებულის, მარიამ მეყანწიშვილის სასამართლო ხდომა 26 ნოემბრამდე გადაიდო.

ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წვრილმან ხულიგნობას, პოლიციის შეურაცხყოფას ან/და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

დაკავებულებს შორის იყო ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილიც, რომელიც 3 000 ლარით დააჯარიმეს.

პატიმრობების შეეფარდათ:

1. გიორგი სავანელი - 5 დღით;

2. დავით გუნაშვილი - 5 დღით;

3. ლუკა ჭოხონელიძე - 5 დღით;

4. გიორგი ბალხამიშვილი - 5 დღით.

ჯარიმები დაეკისრათ:

1. სოფო მარკოზია - 3 000 ლარი;

2. ლიდა ცომაია - 2 000 ლარი;

3. ოთო ირემაძე - 3 000 ლარი;

4. ცოტნე მირცხულავა - 5 000 ლარი;

5. გიორგი მამნიაშვილი - 3 000 ლარი.

კომენტარები