უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

უმეროვი ჟენევის მოლაპარაკებებზე: წინადადებები უკვე მრავალ უკრაინულ პრიორიტეტს მოიცავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი
Hvylya.net

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი და ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის წევრი, რუსტემ უმეროვი წერს, რომ დაუსრულებელი წინადადებები უკვე "მრავალ უკრაინულ პრიორიტეტს" ირეკლავს. 

ამის შესახებ უმეროვი X-ზე წერს.

"მართალია, ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები დასრულებული ჯერ არ არის, თუმცა მრავალ უკრაინულ პრიორიტეტს მოიცავს. ვაფასებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ჩვენთან ახლოს თანამშრომლობენ, რათა გაიგონ ჩვენი შეშფოთებები, რათა ამ კრიტიკულ წერტილს მივაღწიოთ და მოველით, რომ დღეს კიდევ უფრო წინ წავიწევთ". - წერს  X-ზე

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში უკრაინული დელეგაციის ცნობების მიღების შემდეგ დაწერა, რომ აშშ-ს სამშვიდობო წინადადებებმა შეიძლება მოიცვას "რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვებს ეფუძნება და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია". 

ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

პარალელურად, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინის "ლიდერებს"" აშშ-სთვის "ნული მადლიერება აქვთ გამოხატული და ევროპა რუსეთისგან ნავთობის ყიდვას განაგრძობს". 

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მედიაში აშშ-ს მიერ რუსეთ-უკრაინისთვის შეთავაზებული 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გავრცელდა, რომელიც კიევის მხრიდან არაერთ მნიშვნელოვან და მტკივნეულ დათმობაზე წასვლას ითვალისწინებს. მოგვიანებით ამერიკელმა სენატორებმა თქვეს, რომ მარკო რუბიომ მათთან სატელეფონო საუბრისას უარყო, რომ აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ს "სამშვიდობო გეგმა" იყო და განმარტა, რომ გავრცელებული პუნქტები ფაქტობრივად რუსეთის "სურვილების სიას" წარმოადგენდა. თუმცა, მალევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სენატორების განცხადება უარყო, ხოლო მარკო რუბიომ X-ზე სენატორების განცხადების საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი განცხადება გაავრცელა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინისადმი აშშ-ს მიერ წარდგენილი 28-პუნქტიანი ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" არ წარმოადგენს აშშ-ს საბოლოო წინადადებას. რეპორტიორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის აშშ-ს მიერ წარდგენილი "სამშვიდობო წინადადება" საბოლოო, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ "არა".

21 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლლეობას სიტყვით მიმართა და აცნობა, რომ ახლა უკრაინა "ისტორიაში ურთულესი მომენტის" წინაშე დგას. " უკრაინა შესაძლოა, ძალზე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ან დაკარგოს ღირსება, ან გარისკოს მთავარი პარტნიორის დაკარგვა." - დაამატა მან.

კომენტარები