რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

"რუსეთი სრულად გამარჯვებული იქნება" — ფიცო აშშ-ს 28-პუნქტიან გეგმას ემხრობა

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა უკრაინაში ომის დასრულებისთვის აშშ-ს 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს. მისი თქმით, ამ გეგმის მიხედვით, ბრატისლავა რუსეთისთვის კარგ პერსპექტივას ხედავს. 

სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა აშშ-ს გეგმას ამბიციური უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმება რუსეთს სრულ გამარჯვებას მოუტანდა, გააძლიერებდა როგორ მორალურად, ისე ეკონომიკურად. ფიცოს სჯერა, რომ უკრაინა ამ შეთანხმებას უნდა დათანხმდეს. 

"იმ უმცირესობის ფარგლებში, რომელსაც სლოვაკეთი ევროკავშირში წარმოადგენს, მე მხარს ვუჭერ ამ შეთანხმებას." - თქვა მან და დაამატა, რომ აშშ-ს რუსეთის დიდ მოთამაშეთა შორის დაბრუნება სურს. 

ამასთან, ფიცო ირწმუნება, რომ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა 2022 წელს განხილულზე უარესია, მაგრამ მას მაინც მიაჩნია, რომ სამშვიდობო წინადადება ფრონტის ორივე მხარეს დაუყოვნებლივ ცეცხლისშეწყვეტის პუნქტის გამო პოზიტიურია.

კომენტარები