პრეზიდენტ ზელენსკისთან ახლახან სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ მაკრონთან და კანცლერ მერცთან ერთად. ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ უკრაინისთვის ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა და პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, რომ ყველა საკითხი, რომელიც უკრაინას ეხება, საბოლოოდ უკრაინის მიერ უნდა იყოს გადაწყვეტილი.
ჩვენ ყველას გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა - ეს სურს აშშ-ს პრეზიდენტს, ეს გვინდა ყველა ჩვენგანს. ამიტომ, ამ მიზნისკენ უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ პრინციპი, რომ უკრაინამ, თავისი სუვერენიტეტის ფარგლებში, საკუთარი მომავალი უნდა განსაზღვროს, ფუნდამენტური პრინციპია.





