ევროკავშირის ქმედებები ემსახურება, კვლავ, რუსეთის წინააღმდეგ ჩანაფიქრს. რეგიონში ბრიუსელის მხრიდან მუქარა და ზეწოლა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საქმე მთელი ერების სანქციებამდე და შანტაჟამდე მივიდა.
საქართველო სავსებით ნათელი მაგალითია. ქართველებს, პირდაპირი მნიშვნელობით, "ხელებს უგრეხენ", სურთ დასაჯონ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის მცდელობისთვის. არც ვიღაცასთან კოალიციისთვის, არც ვიღაცის მხარდაჭერისთვის, არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის შიგნით ამ სახელმწიფოს ხალხმა გადაწყვიტა იცხოვროს საკუთარი კანონებით. როგორც ჩანს, ეს სხვების საჩვენებლად კეთდება. ცხადია, რომ მოქალაქეთა ნების გამოვლინება ევროკავშირელებისთვის რაღაცას მხოლოდ მაშინ ნიშნავს, როცა შედეგად ქვეყანა "დიდ თამაშში" პაიკად იქცევა. ამასთან ერთად, პოლიტიკური ძალებისთვის, რომლებიც დასავლურ ინტერესებს ატარებენ, ყველაფერი ნებადართულია და, რა თქმა უნდა, ამისთვის აძლევენ ბევრ ფულს.
ყურადღება გავამახვილეთ ქართული მედიების მიერ ამ წლის 13 ნოემბრის 15:00 საათზე გამოქვეყნებულ "ევროკავშირის მაღალჩინოსნის" წერილის ანტისახელისუფლებო განცხადების ტექსტზე, რომელიც თითქოსდა საქართველოს ინტერესებისთვის მებრძოლ თავისუფლებისმოყვარე მოქალაქეებს უნდა გაეხმოვანებინათ მორიგ მიტინგზე. 10 წუთის შემდეგ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრიუსელიდან მიღებული ტექსტი ქართულად სიტყვა-სიტყვით წაიკითხა. ეს "მარიონეტების მმართველების" შეკითხვაზე პასუხად და იმაზე, თუ მესამე ქვეყნების მიერ "უცხოელ აგენტთა" კანონების მიღება რატომ იწვევს ევროკავშირელების განრისხებას. იმიტომ, რომ ეს გამოავლენს ევროკავშირელებისა და NATO-ელების სხვა ქვეყნებში მოქმედების მექანიკას, რისი უფლებაც არ გააჩნიათ.
მთლიანობაში, საქართველოს მოვლენები მნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას გვაძლევს: რაც უფრო მეტ დათმობას აკეთებს ქვეყანა დასავლეთის წინაშე, მით უფრო იზრდება მისი (დასავლეთის) მადა.





