ამ დევნის დაწყება სიურპრიზი და მოულოდნელობა ნამდვილად არ ყოფილა, ველოდით, რადგან ივანიშვილს გახარიას მიმართ განსაკუთრებული პირადი და პოლიტიკური ვენდეტა რომ ამოძრავებს, ეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ივანიშვილმა თავად დააანონსა [...] ამ ყველაფერს სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტაა [...]
20 ივნისის საქმეც სრულად პოლიტიკური მუქარის გაგრძელებაა. კანონი რომ ცოტა ხანი გვერდით გადავდოთ, 20 ივნისის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარია 2-ჯერ პრემიერმინისტრად დანიშნა [...] გახარიას წინააღმდეგ ორი საქმეა და ორივე აბსურდული [...] ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან გააქროს - თუმცა, ის ამას ვერ მიაღწევს, გახარია პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება.





