იმერეთი

გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში მე-10 კლასელი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა

რადიო თავისუფლება

გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში მე-10 კლასელი ბიჭი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა. ტაბულას შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები