სამხრეთ კორეისა და იაპონიის ცნობით, 7 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, ზღვის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სამხრეთ კორეისა და აშშ-ს სადამკვირვებლო სისტემა რაკეტის გაშვებას თვალს ადევნებდა. მათი თქმით, ინფორმაცია იაპონიასაც მიაწოდეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ამბობენ, რომ სავარაუდო საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონიდან, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, მოხდა.
თავის მხრივ, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ შესაძლო ბალისტიკური რაკეტა მათ ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა სანაი ტაკაიჩიმ აღნიშნა, რომ დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





