პაატა შამუგია

სოლიდარობას ვუცხადებთ პაატა შამუგიას და მოვითხოვთ მის გათავისუფლებას - პენცენტრი 

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს პაატა შამუგიას და მოითხოვს მის სასწრაფოდ გათავისუფლებას.

"დღეს, 4 ნოემბერს რუსთაველზე, გამზირის გადაკეტვის მიზეზით ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოეტი, მთარგმნელი და პენ საქართველოს ერთ-ერთი თავმჯდომარე და ამჟამად, პოდკასტის წამყვანი, პაატა შამუგია. 

მისი სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. 

პაატა შამუგიას გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული. არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი "დაუჯდომელისთვის" (2012 წ.) და "შიზოგადოებისთვის“ (2015 წ.). "შიზოგადოება“ ასევე იყო საფრანგეთში პრემია მალარმეს ფინალისტი 2022 წელს. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, სპარსულ, ფრანგულ, თურქულ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და გერმანულ ენებზე.

პაატა შამუგია აფხაზეთიდან დევნილია.

პენ საქართველო სოლიდარობას უცხადებს პაატა შამუგიას და მოითხოვს მის სასწრაფოდ გათავისუფლებას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები