ზვავი

ნეპალში ზვავის შედეგად სულ მცირე 7 პირი დაიღუპა, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც

აღმოსავლეთ ნეპალში ზვავის შედეგად სულ მცირე 7 პირი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ზვავში მოყვა მთამსვლელთა 15-კაციანი ჯგუფი, რომელიც 5 630 მეტრის სიმაღლის იალუნგ რის მწვერვალზე ადიოდა. 

ადგილობრივი პოლიციის მიხედვით, დაღუპულთა შორის სამი ფრანგი, ერთი კანადელი, ერთი იტალიელი და ორი ნეპალელი მთამსვლელია. ამ დროისთვის მოხდა 4 დაშავებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, ხოლო კიდევ ოთხს ჯერ კიდევ ეძებენ. 

ერთ-ერთი გადარჩენილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ დაშავებულები რამდენიმე საათის განმავლობაში დახმარებას ითხოვდნენ, თუმცა პასუხს არ იღებდნენ.

კომენტარები