ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კორუფციასთან ბრძოლაზე, როგორც მოგეხსენებათ, ბევრი რამ გაკეთდა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ამ მიმართულებით და გვინდა, გაგიზიაროთ კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დაგეგმვას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც გამორიცხავს გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციებს და შესაბამის კომპანიებს შორის. ყველაფერი იქნება სრულად გამჭვირვალე, შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება სრულად სამართლიანი კონკურენცია, მთლიანად იქნება დაზღვეული შესაბამისი გარიგებები. ეს ბუნებრივია უზრუნველყოფს ხარჯთეფექტიანობის გაუმჯობესებას და საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება, ბუნებრივია, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, და ბატონ რეზი სოხაძეს გადავუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რაც იქნა დღემდე გაწეული, რომ გამოსწორდეს პრობლემური პროექტები და იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შედეგიანად განხორციელებას.
კორუფცია
კობახიძე: იგეგმება ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელის დანერგვა, რაც გამორიცხავს გარიგებებს





