ბავშვებზე სექსუალური ძალადობა

POG: დაკავებულმა მუქარით მოიპოვა 13 წლის მოზარდის ინტიმური კადრები, სთავაზობდა სექსს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

ბრალის დამტკიცების შემდთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემქურება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელის - Instagram-ის მეშვეობით აწარმოებდა მიმოწერას 13 წლის არასრულწლოვანთან, რა დროსაც მუქარისა და იძულების შედეგად მოიპოვა და ნებართვის გარეშე ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას და არასრულწლოვანს ურთიერთობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. ასევე ბრალდებული დაზარალებულთან მიმოწერის დროს არასრულწლოვანს სექსუალური კონტაქტის დამყარებას სთავაზობდა და სექსუალური კონტაქტის ფორმებზე ესაუბრებოდა.

პროკურატურამ დაზარალებულის მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება და მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოიკითხა დაზარალებული, ამოღებული იქნა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, რომლებშიც ნაპოვნია დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც ბრალდებულის დაკავება მოხდა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება და შენახვა) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით (სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება) წარედგინა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს.

კომენტარები