კრიმინალი

განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე კახეთში შსს-მ 1 პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო  ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. დააკავეს.  

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში,  სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ. დაჭრა, რის შემდეგაც  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ.-ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.  

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”. - წერს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები