რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

აშშ-ს ელჩი NATO-ში: რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ავამოქმედებთ

ჩვენ შემოვიღეთ სანქციები და ვგეგმავთ მათ ამოქმედებას. პრეზიდენტი ცალსახად ამბობს, რომ Lukoil-ისა და Rosneft-ის წინააღმდეგ დაწესებული ამ ძალიან დიდი სანქციებით იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება და ომს დაასრულებს. პრეზიდენტ ტრამპს ყველა კარტი უჭირავს, ეს მათგან მხოლოდ ერთ-ერთია. 

ამბობს აშშ-ს წარმომადგენელი NATO-ში, მეთიუ უიტეკერი Bloomberg-თან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.

კომენტარები