ოპოზიციური პარტიების აკრძალვა

პაპუაშილი ლელოს აკრძალვაზე: იყვნენ არჩევნების საბოტაჟისა და არ აღიარების მონაწილეები

“ჩემი განცხადება, რომელიც საკმაოდ მოცულობითი იყო, მაგრამ დამენანა უფრო მოკლედ თქმა, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რომ სარჩელის არსი გადმოცემული ყოფილიყო განცხადებაშიც.

სარჩელი არ ვიცი, ოთხი ამხელაა მოცულობით, მაგრამ მნიშვნელოვანი არის და თქვენც მოგიწოდებთ, ამ განცხადებაშია მოცემული ყველა საკითხი და ყველა დასაბუთება.

რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი დასაბუთება, მაგალითად ლელოსთან დაკავშირებითაც ეს არის, რომ იყვნენ მონაწილეები არჩევნების საბოტაჟისა, არ აღიარებისა და ასე შემდეგ და დღესაც მანდატები მათ გაუქმებული აქვთ, ამიტომ ეს სამართლებრივი ხაზი გახარია საქართველოსთვის პარტიასთან დაკავშირებით, ორი მიზეზის გამო, ერთი, რომ მართალია პარლამენტში არ დადიოდნენ, თუმცა მანდატები შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათ შორის, პარლამენტში აქტიური სამუშაო განაახლეს სამართლებრივად დაიძვრინეს თავი."

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიების აკრძალვაზე. 

კომენტარები