საფრანგეთი

საფრანგეთის პრემიერი უნდობლობის გამოცხადებაზე ორ კენჭისყრას გადაურჩა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი სებასტიან ლეკორნუ 16 ოქტომბერს ორჯერ გადაურჩა პარლამენტში უნდობლობაზე კენჭისყრას, რაც საფრთხეს უქმნიდა რამდენიმე დღის წინ დანიშნულ უმცირესობის მთავრობას.

ლეკორნუ, რომელიც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ახლო მოკავშირეა, უნდობლობის გამოცხადებას ფრანგი სოციალისტებისა და მემარჯვენე-ცენტრისტი დეპუტატების მხრიდან კენჭისყრაზე თავის შეკავების წყალობით გადაურჩა. 

ულტრამემარცხენე და ულტრამემარჯვენე პარტიების მხრიდან ინიციირებული კენჭისყრის შედეგად, ეროვნული ასამბლეის 577 წევრიდან 271-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ლეკორნუსადმი უნდობლობის გამოცხადებას, რაც 18 ხმით ჩამოუვარდებოდა საჭირო ზღვარს. 

ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საფრანგეთი პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა, რის ფარგლებშიც ლეკორნუ თანამდებობიდან გადადგა, შემდეგ ის მაკრონმა ხელახლა დანიშნა პრემიერად და საბოლოოდ მას მთავრობის შესანარჩუნებლად მოუწია, უარი ეთქვა მაკრონის მიერ დაპირებული რეფორმების გატარებაზე, რაც საპენსიო სისტემის გარდაქმნას ისახავდა მიზნად. 

კომენტარები