ხანძარი

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად 5 სახლი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძრის შედეგად 5 სახლი დაიწვა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს დილით მოხდა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები