4 ოქტომბერი

ჩახუნაშვილს 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა, კიდევ ერთ ბრალდებულს - პატიმრობა

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავებულ პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა, ჩახუნაშვილი საპატიმროს გირაოს შეტანის შემდეგ დატოვებს. 

ჩახუნაშვილთან ერთად ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი მულაძის აღკვეთზეც იმსჯელა. მას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში 9 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურამ მას ბრალდება 10 ოქტომბერს წარუდგინა, უწყების განაცხადა, რომ სასამართლოსთან ჩახუნაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას იშუამდგომლებდნენ. 

კომენტარები