თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
ცნობისთვის, დღეს, ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით იყო დაბარებული.





