2025 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში უნგრელ ავტორს, ლასლო კრასნაჰორკაის გადაეცა.
კრასნაჰორკაის პროზაიკული დებიუტი 1985 წელს, მისი პირველი წიგნით, სატანტანგოთი შედგა, რასაც დებიუტიდან 8 წლის შემდეგ, 1994 წელს ასევე ცნობილი უნგრელი კინორეჟისორის, ბელა ტარის ავტორობით ამავე სახელწოდების კინოეკრანიზაციაც მოჰყვა.
ავტორის ტექსტები ცნობილია მისი მელანქოლიური თხრობის სტილით და დისტოპიური თემატიკით.





