შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი რ.დ. დააკავეს. მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რ.დ.-ს საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება პსილოცინის შემცველი სოკო და გამომშრალი მარიხუანა.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი." - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.





