საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების და მცდელობის ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 43,7365 გრ. ნარკოტიკულ საშუალება, ალფა-პვპ-ს. ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალების ნაწილი - 33,83 გრამი დააფასოვა შემდგომი გასაღების მიზნით, ხოლო 9,9065 გრამი ნარკოტიკული საშუალება განათავსა ლოკაციებზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 18-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მომზადება და 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) წარედგინა.





