შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი: 1989 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ა.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1996 წელს დაბადებული ბ.უ. და 1991 წელს დაბადებული მ.ქ. დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 74 შეკვრა "მეტადონი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი" და "გამომშრალი მარიხუანა". პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორები და დიდი ოდენობით ფული". - წერს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.
ნარკოდანაშაული
ამოღებულია 74 შეკვრა "მეტადონი" – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ბათუმში 3 პირი დააკავა

შსს




