პარტიები, ე.წ. მედია, მერე ე.წ. NGO-ები და ახლა უკვე გადავიდნენ მუშაობის უხეშ სპეცსამსახურულ მეთოდზე, როცა ხდება უსახელო, აგენტურული, ექსტრემისტული დაჯგუფებების პირდაპირ დაფინანსება.
ეს არის ძირითადად ახალგაზრდული, ექსტრემისტული დაჯგუფებები, ისინი არ არიან მრავალრიცხვოვანი - ჯამში ეს აგენტურული ერთობა შეადგენს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს, მეტი არ არიან, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის ესეც არის საკმარისი.
თქვენ ხედავთ, რომ 300 დღის, თუ რამდენიც არის, ერთი წლის განმავლობაში - მთელი ეს აქციები, ქუჩების გადაკეტვა დაიწყო 26 ოქტომბრიდან უწყვეტად და ამას აკეთებს ერთი და იგივე 500 კაცი როტაციით.
ხან 50 კაცი გამოდის, ხან 100 კაცი, ხან 150 კაცი - მათი უმეტესობა არის დახელფასებული აგენტი.
არცერთი მათგანი არ იმსახურებს თანაგრძნობას - ოდნავ თანაგრძნობასაც კი იმიტომ, რომ რეალურად ყველას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით - ვინც იგივე 100 კაცით რომ კეტავენ ქუჩას.
წარმოიდგინეთ, ხომ აცნობიერებენ, რომ 100 კაცი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე - ამას რომ აცნობიერებ და აკეთებ, როგორ შეიძლება რამე თანაგრძნობას იწვევდე.
გამორიცხულია, ჩვენ არ გვაქვს არანაირი თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ





