თვითმმართველობა 2025

კობახიძე TV იმედის ეგზიტპოლზე: დღევანდელი გამარჯვებაც არის ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება

გილოცავთ და ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ არა ჩვენი ყველას ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, მაგრამ ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მე მგონი დიდი გადაჭარბებით შევასრულეთ და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენი ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს შეუქცევადად, სტაბილურად. 

მინდა მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძეს, რომელმაც უკვე მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება და ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული კახა კალაძეს.

[...] 

რაც მთავარია, მადლობა ყველაფრისთვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში - მშვიდობა, წინსვლა, განვითარება ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და დღევანდელი გამარჯვებაც არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება, მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის.

თქვა ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ.

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით GORBI-მ ეგზიტპოლი ჩაატარა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მათი ცნობით, კვლევა ჩატარდა ჯამში 150 შემთხვევით უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავდნენ, თუ რომელ პარტიას და მერობის კანდიდატს მისცეს ხმა. TV იმედი ირწმუნება, რომ ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2%-ია.

GORBI-ს ეგზიტპოლის მიხედვით, ქართულმა ოცნებამ თბილისში 76,3% მიიღო, ლელო - საქართველოსთვის - 7.1%, გირჩი“ - 6.8%, კონსერვატორები საქართველოსთვის - 3.3%, ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში - 6.5%.

კომენტარები